სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი - მოუწოდებს წულუკიანი ზურაბიშვილს. პრეზიდენტს ოცნება ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და კომპეტენციის გამიჯვნას მოითხოვს. წულუკიანის გაღიზიანება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მთავრობის კრიტიკას მოჰყვა, პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ პრემიერი ევროპულ ინსტიტუციებში ვერ ერკვევა, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილი წერილის გამო. ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონს არა პრეზიდენტი, არამედ ხელისუფლება არღვევს, კონკრეტულად კი კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ევროინტეგრაციის ხელშეწყობას ავალდებულებს. ორბელიანის სასახლეში ნათქვამი სიტყვებად რჩება, პრეზიდენტი საქმეზე არ გადადის.
პრეზიდენტი VS "ქართული ოცნება"
22 ივლ 202220:09
3 წუთის საკითხავი